რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებებს პასუხობს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პროექტების შეჩერების შესახებ მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდის. მინისტრმა ყურადღება პრეზიდენტის მიერ ჯავახეთში გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა, სადაც სააკაშვილი მარაბდა–ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შეჩერებაზე საუბრობს.