საქართველოს თითოეულ სოფელში საზოგადოებრივი თვითმმართველობა უნდა შეიქმნას –ინიციატივა დღეს ახალციხეში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გააჟღერა. მისი თქმით, დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე თავად ადგილობრივი მოსახლეობა იზრუნებს, აღნიშნული პროცესი კი ქვეყნის დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობის განვითარებას ხელს შეუწყობს. როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა და რას ფიქრობენ ინიციატივის შესახებ ახალციხეში.