სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სამეურნეო ბარათების დარიგება, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში გაგზავნილი პროექტები– ამ საკითხებზე დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებთან ერთად სახელმწიფო პროგრამები განიხილა და სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო.