ორ წელიწადში საქართველოს ყველა რეგიონი გამრიცხველიანდება და მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამის თაობაზე რეგიონულ მასმედიის წარმომადგენლებს „საქართველოს გაერთიანებული წყალომომარაგების კომპანიის” დირექტორმა განუცხადა. სემინარზე კომპანიის ადმინისტრაციამ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.