”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” რეგიონულ მედიას შეხვდა

22 მარტს მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ დედაქალაქში სპეციალური სემინარი გამართა, რომელსაც რეგიონული მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,გავუფრთხილდეთ საქართველოს სიმდიდრეს”- ამ სიტყვებით მიმართა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა აუდიტორიას.
სემინარზე ჟურნალისტები წყლის რესურსების დაზოგვისა და გაფრთხილების მეთოდებს გაეცნენ.
შეხვედრის ორგანიზატორებმა განხორციელებული პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრაზე ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის პრობლემებზე ემსჯელათ და კომპეტენტური პირებისგან პასუხები მიეღოთ.
დღევანდელ შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ტელევიზიის, ასევე პრესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

Information

This entry was posted on 22/03/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე