ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სოციალური სფერო-ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა აღნიშნული მიმართულებებით მიმდინარეობდა. დღეს სამუშაო ჯგუფებმა სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და შესაბამისი სტრატეგია შეიმუშავეს.