საქართველოში მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თემა ისევ დღის წესრიგში დადგა. თურქული გამოცემა “საბაჰი” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც საგარეო უწყების “ფეისბუქის”ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მაია ფანჯიკიძემ თურქულ გამოცემასთან საქართველო–თურქეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და ყურადღება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციაზეც გაამახვილა.