19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსების ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა არლის წმინდა იოსების სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში აღევლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელს ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი სასულიერო პირებთან ერთად ესტუმრა.