სარდაფებში დარჩენილი ტონობით მოსავალი და საირიგაციო სისტემის გაუმართაობა – ამ და სხვა პრობლემურ საკითხების მოგვარებაზე ჯავახმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად იმსჯელეს. ახალქალაქში ვიზიტად მყოფი დავით შერვაშიძე ფერმერებს საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის შესახებაც ესაუბრა. შეხვედრაზე მონაწილეებმა სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგებისა და გამოყენების წესები განიხილეს.