
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საფრანგეთში გაემგზავრა. ოლეგ სანდროშვილი ქალაქ სტრასბურგში ხუთ დღიანი ვიზიტით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მოწვევით იმყოფება. იგი 22 მარტის ჩათვლით ევროსაბჭოს ოცდამეოთხე სესიას დაესწრება.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, სესიაზე კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება საუბარი ინფორმაცია არ აქვთ. საკრებულოს აპარატის უფროსის თამარ აბულაძის თქმით, დეტალები ოლეგ სანდროშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით საკრებულოს თავმჯდომარე სტრასბურგში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება. მის მოვალეობას კი დროებით მოადგილე მალხაზ ასპანიძე ასრულებს.