დიდმარხვა დაიწყო – მართმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. მარხვების პერიოდში ეკლესია მრევლს ლოცვების გაძლიერებასა და ტაძარში სიარულისაკენ მოუწოდებს. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე კი ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც თითოეული ქრისტიანი განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება. მორწმუნეები ამ დღეს ერთმანეთს შენდობას თხოვენ.