სამცხე–ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონული ენის მინიჭების საკითხზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს პარლამენტში წარსადგენი დოკუმენტი მზადდება. ადგილობრივი დეპუტატები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ევროპის ქარტიის რატიფიცირება მოახდინოს, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვას ითვალისწინებს. ხელისუფლების ძველი და ახალი წარმომადგენლები სიტუაციის დასარეგულირებლად მთავრობას საკუთარ მოსაზრებებს სთავაზობენ.