
ვაჟა ჩიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ახალციხის საავადმყოფოში შექმნილ სიტუაციას გააცნობს. მაჟორიტარი დეპუტატი დავით სერგეენკოს ყველა იმ პრობლემის შესახებ ესაუბრება, რომელიც დღეისათვის ახალციხის სამედიცინო ცენტრ ,,უნიმედი სამცხეშია“ შექმნილი. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მივა, სადაც პარლამენტს სამინისტროს ახალ პროგრამებს წარუდგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.