სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, არსებულ პრობლემებზე პროექტის დაწერის ვადა 11 მარტამდე აქვთ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ქვეყნის ყველა რეგიონისათვის 200 მილიონი ლარი გამოიყო. მის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამინისტროს განსახორციელებელი პროექტები უნდა წარუდგინონ.