სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნულის თაობაზე, პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე იყო დაბარებული. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი თანამშრომელი ბიზნესმენებისათვის ამორტიზებული ობიექტების იძულებით შეძენის გზით დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.