”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დღეს თანამდებობა დატოვა ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსმა

დღეს თანამდებობა დატოვა ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსმა

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსი. ლევან დემეტრაძემ პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ 7 მარტს დაწერა. იგი საპატრულო სამსახურს პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა. დემეტრაძე თანამდებობაზე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ასევე ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ ტალახაძემ დანიშნა. ეს უკანასკნელი, დაახლოებით ერთ თვის წინ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, რევაზ მუმლაძემ შეცვალა. ვინ დაიკავებს ლევან დემეტრაძის პოსტს ამ დრომდე უცნობია.
დეტალებს ,,ექოს“ გადამღები ჯგუფი ხვალ 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.

Information

This entry was posted on 07/03/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე