
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. სამთვიანი მუშაობის შემდეგ ბესიკ ხითარიშვილის მოვალეობას 7 მარტიდან მისი მოადგილე თამარ გოგოლაძე ასრულებს. უკვე ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 6 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელად საკრებულომ 3 თვის ვადით დაამტკიცა. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის, 39–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგებლის მოვალეობის შესრულება მის მოადგილეს დაეკისრა“ – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი, ირინა ყურმაშვილი.
ამ დროისათვის აღნიშნულ თემაზე ,,ექოს“ გადამღები ჯგუფები მუშაობენ. საკითხთან დაკავშირებით დეტალებს ხვალ, დღის მთავარ გამოშვებაში, 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.