”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

მამუკა  ხვედელიანის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

ბორჯომის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი უფროსისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატობის კანდიდატის პროცესი, რომელიც დაგვიანებით დაიწყო, ორსაათნახევარს გაგრძელდა. დღეს, საქმეზე 2 მოწმე დაიკითხა. მამუკა ხვედელიანის დაკავებიდან ეს მისი მეხუთე პროცესი იყო.
ადვოკატების განმარტებით, შემდგომ პროცესებზე სხვა მოწმეები დაიკითხებიან, რაც შესაძლოა თვეების განმავლობაში გაიწელოს. ბრალი დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით წარედგინა: 144–ე, 143–ე, 333–ე, 147–ე და 118–ე, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.
შემდეგი პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 13 მარტისთვისაა ჩანიშნული.
მამაუკა ხვედელიანი, 2012 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში დააკავეს.

Information

This entry was posted on 06/03/2013 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე