”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბესიკ ხითარიშვილს დღეს გამგებლობის ვადა ამოეწურა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დაკავებულ თანამდებობაზე  სამ თვიანი  ვადა დღეს ამოეწურა. მიუხედავად ამისა  მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკონკურსო კომისია არ შექმნილა და შესაბამისად,  გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს,  წინა სხდომაზე დეპუტატებთან ერთად  საკონკურსო კომისიის წესდება დაამტკიცა.  ოლეგ სანდროშვილი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებას დრო სჭირდება. მისივე თქმით, კომისია ჩამოყალიბდება.  თუ რა ფორმით მოხდება ახალი გამგებლის არჩევა, საზოგადოებისათვის ამის შესახებ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.

Information

This entry was posted on 06/03/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე