ბაკურიანმა ინტელექტუალური თამაშების ზამთრის პირველ ფესტივალს უმასპინძლა. მოაზროვნეები საქართველოს მასშტაბით სასტუმრო „პრემიერ-პალასში” შეიკრიბნენ და 200-მდე შეკითხვას უპასუხეს. ფესტივალში მონაწილეობა ახალი თაობის მოაზროვნეებთან ერთად ცნობილმა სახეებმა და ბროლის ბუს ლაურეატებმაც მიიღეს. გუნდური გამარჯვება ილია რევიას ექვსეულმა მოიპოვა. ინდივიდუალური პირველობა კი დავით სიჭინავას ერგო, რომელმაც ფინალში ლეგენდარული ქართველი მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე დაამარცხა.