”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ლადოს თასის” ტურნირი ბაკურიანში

ბაკურიანში ლადოს თასი გათამაშდა. 100–მდე მონაწილემ საკუთარი შესაძლებლობები გიგანტურ სლალომში გამოსცადა. ტურნირში ერთმანეთს ბაკურიანის სპორტსკოლის აღსაზღდელები დაუპირისპირდნენ.
ჩემპიონატი, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამარჯვებულები საუკეთესო დროის მაჩვენებლით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ორი გამარჯვებული გოგონებიდან და ასევე ორი პირველადგილოსანი ვაჟებიდან სიგელებთან ერთად, 555 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდნენ. ვაჟებმა მიიღეს ლადოს გარდამავალი თასიც.
ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მას ტრადიციული სახე აქვს და ბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული მოთხილამურეს ლადო ბოლქვაძის ხსოვნას ეძღვნება.
„ლადოს თასი“ წელს მეხუთედ გათამაშდა.

Information

This entry was posted on 04/03/2013 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე