სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უმასპინძლა. პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.