”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ორგანიზაციამ „ყველა ყველასათვის“ აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ორგანიზაცია “ყველა ყველასათვის” დამფუძნებლები და წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალ გაერთიანებას, შორენა გაბოშვილი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ინვალიდობის მქონე პირს გავუწიოთ ადვოკატირება, დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში და ხელი შევუწყოთ საზოგადოებასთან ურთიერთობაში“ – აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე თქმით, ორგანიზაციას  მონაწილეებთან ერთად, სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს.

„ყველა ყველასათვის“ რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციამ წესდების მიხედვით ახლა აირჩია.

ორგანიზაცია  „ყველა ყველასთვის“  მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება და  საზოდაგოებაში მათი ინტეგრაცია წარმოადგენს.

 

Information

This entry was posted on 01/03/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე