ახალციხის მუნიციპალიტეტში ელექტრო-ენერგიის ხშირმა გამორთვამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. „ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხისა და ადიგენის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დენი არა მარტო მუნიციპალიტეტს, არამედ მთელს რეგიონს შეფერხებით მიეწოდებოდა.