ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში A ტიპის ვირუსის, იგივე H1N1–ის ლაბორატორიულად დადასტურებული კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი მოზარდსა და ორსულ ქალს დაუდგინდა. ორივე შემთხვევა მკურნალობას ექვემდებარება. დღეისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ ხუთი ინფიცირებულია.