ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში ბრუცელოზის გავრცელების საშიშროება არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები ავრცელებენ. სოფელში დაავადება ლაბორატორიულად სამ ძროხას დაუფიქსირდა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ინფექცია სხვა საქონელსაც გადაედო.