ქართული ჯარი საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გააკეთეს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქს შორის ახალციხეც მოხვდა.