”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საბავშვო ბაღებს ახალი აღმზრდელები ეყოლება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში 20 თებერვალს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ახალი კადრებისათვის გამოცდები  ჩატარდა. ქალაქის ოთხი საბავშო ბაღის ახალი ჯგუფებისათვის ტესტირება 42 მსურველიდან  37 გაიარა, ხუთი მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ამბობს, საბავშო ბაღებისათვის  ვაკანსია ორი თვის წინ გამოცხადდა და ადგილობრივ თვითმართველობაში, დიდი რაოდენობით განცხადებები შევიდა, თუმცა მათ მხოლოდ დაწყებითების  სპეციალობის მქონე პირები შეარჩიეს. საბავშო ბაღებში პედაგოგობის მსურველებმა 15 კითხვარს გასცეს პასუხი, შედეგები კი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნანა გელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საბავშო ბაღებში ვაკანსიის გამოცხადება არ იგეგმება,  იმ შემთხვევაში თუ ახალი ჯგუფების დამატება არ გახდა საჭირო.

Information

This entry was posted on 21/02/2013 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე