”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა

მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა

„დემოკრატ–მესხთა კავშირთან“ არსებული ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ღონისძიება გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა პრეზენტაციით გაიხსნა. ახალგაზრდებმა, თავდაპირველად, თანატოლებს ქართული დამწერლობის წარმოშობაზე მომზადებული მასალა გააცნეს.  რის შემდეგაც, ერთ–ერთმა მონაწილემ ჟურნალისტების მიერ მეტყველებაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა, იგი  პრეზენტაციისას  შეეხო ჟარგონებსაც,  რომელსაც ახალი თაობა საუბრისას ხშირად იყენებს.
ღონისძიების მეორე ნაწილში ახალგაზრდებმა ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს. მათ,   როგორც ცნობილი პოეტების, ასევე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე გაეროს კალენდრით აღინიშნება.

Information

This entry was posted on 21/02/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე