
დღის პირველ ნახევარში სოფელ ჭაჭარაქთან, მსუბუქი ავტომანქანა სამარშუტო ტაქსს შეეჯახა. რის შედეგადაც მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი 4 ადამიანიდან 3 მათგანი, მძღოლი და 2 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმეა მგზავრი ქალბატონის მდგომარეობაც. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავალ გზაზე მსუბუქი ავტომანქანის მოცურება გახდა. ავარიის შედეგად სამარშუტო ტაქსში არავინ დაზარალებულა. მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ყველა პიროვნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან იყო. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.