სომხეთის რესპუბლიკაში სერჟ სარქისიანი მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს. მან ხმათა 58,64 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, არჩევნებში რაფი ოვანესიანი დამარცხდა, რომელიც ოპონენტის გამარჯვებას აპროტესტებს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა სომხეთის არჩევნები პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ზოგიერთი დარღვევის მიუხედავად, პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. სომხეთში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალყურს ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა. მათი აზრით, სომხეთის მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთეს.