ავსტრიის ,,წითელმა ჯვარმა” საქართველოში ახალი პროექტების განხორციელება დაიწყო, რომლებიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტების „უსაფრთხო და სტაბილური თემების შექმნა” და „კლიმატური ცვლილებების” პრეზენტაცია ბაკურიანში გაიმართა. იგი საქართველოს გარდა კიდევ ექვს ქვეყანაში ხორციელდება.