”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს”

ახალი ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. უახლოეს მომავალში ახალციხეში არასამთავრობო სექტორს კიდევ ერთი გაერთიანება შეემატება. მის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია და დახმარება წარმოადგენს. ამ დროისათვის ორგანიზაციის წესდების შემუშავება და იურიდიულად დარეგისტრირებისათვის საჭირო მასალების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, დღეს რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა მომდევნო სამუშო შეხვედრა მოაწყო. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაცემების შეგროვება მიმდინარეობს. მსგავსი ბენეფიციარების რიცხვი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით  დაახლოებით 400 ადამიანია, მათგან 58 უსინათლო. დღევანდელ შეხვედრაზე ორგანიზატორებმა სპეციალური ანკეტები შეადგინეს, რომლებიც უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებს გადაეცემათ. მათი საშუალებით სოფლად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირები ორგანიზაციასთან დაკავშირებას შეძლებენ. აღნიშნული ორგანიზაცია ღიაა, მასში გაერთიანება ყველა მსურველს, ასაკის შეზღუდვის გარეშე შეეძლება.

 

Information

This entry was posted on 13/02/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე