”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელი მძლეოსნები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

თბილისში გამრთულ ზამთრის ეროვნულ ჩემპიონატზე ახალციხელმა სპორტსმენებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. ჩემპიონატში მონაწილეობა  ათმა  ამძლეოსანმა მიიღო. სხვადასხვა დისტანციაში მათ 7 ოქროს, ოთხი  ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  ვაჟებთან ერთად მშობლიური ქალაქი ასახელეს გოგონებმაც.

ჩემპიონატზე გუნდურად მეორე ადგილი თბილისმა აიღო, ხოლო მესამეს – ქუთაისი დაჯერდა.

ახალციხელმა მძლეოსნებმა არსებობის პერიოდში ეროვნულ ტურნირში გუნდური გამარჯვება უკვე მეორედ მოიპოვეს. პირველად ქვეყნის ჩემპიონები ისინი ორი წლის წინ გახდნენ.

მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს,  რომ აღნიშნული გამარჯვება  მათთვის მნიშვნელოვანია.  ზიგმუნდ ზილბერშტეინის თქმით, ეს ფაქტი სპორტსმენებს სტიმულს აძლევს, რომ 2015 წლის ევროპის ოლიმპიურ  ფესტივალზე, რომელიც თბილისში ჩატარდება, წარმატებით გამოვიდნენ.

Information

This entry was posted on 13/02/2013 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე