ახალციხის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა კვლავ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაშია. ამის შესახებ ოფიციალური პასუხი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს მიიღეს. შენობა შპს ,,ქროსვეისმა“ ერთი წლის წინ 1 ლარად შეიძინა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობამ იგი უკან დაიბრუნა.