”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

თოქ-შოუ ,,დიალოგი”

 

,,დიალოგი” – გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია

საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ორკვირიანი კამპანია მიმდინარეობს, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო 10 დეკემბრამდე გასტანს.
გადაცემის მეორე ნაწილი.
2016 წლის 1 დეკემბერი.

,,დიალოგი” – ახალციხის მერის საკადრო პოლიტიკა

ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილეებები დაიწყო. პარალელურად, საკრებულოსა და მერიაში 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სრულყოფილად შედგენაზე მსჯელობენ.
გადაცემის პირველი ნაწილი.

2016 წლის 1 დეკემბერი

,,დიალოგი“ – ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა (სომხური ტიტრებით)

 

 

,,დიალოგი” – ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეების ერთ–ერთი უფლებაა. ეს საკითხი ქვეყანაში არაერთი კანონით, კონვენციითა და ხელშეკრულებით რეგულირდება. საკითხი შედარებით უფრო პრობლემურია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. სწორედ მათთვის არსებობს  სახელმწიფო პროგრამა სოფლის ექიმი. როგორ მუშაობს აღნიშნული პროგრამა და მიუწვდება თუ არა ხელი რეგიონის მოსახლეობას ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე.

24 ნოემბერი. 2016 წელი.

 

 

,,დიალოგი” – ნახანძრალი ვარძია და ბერების საცხოვრებელი პირობები 

რა მდგომარეობაშია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობა ხანძრის შემდგომ და რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ახლა იქ. გაჩვენებთ სად და როგორ პირობებში ცხოვრობენ ვარძიის მამათა მონასტრის წევრები. ჩვენი გადამღები ჯგუფი აღმოჩნდა პირველი, ვისთვისაც მონასტრის კარი გაიღო.

2016 წლის 17 ნოემბერი.

 


,,დიალოგი” – შრომითი უფლებები საქართველოში 

საქართველოში შრომით უფლებებს და ურთიერთობებს კონსტიტუცია და მთელი რიგი ნორმატიული აქტები არეგულირებს. რამდენად დაცულია მოქალაქის შრომითი უფლებები  და რა პრობლემებს აწყდება, როგორც დასაქმებული, ისე დამსაქმებელი საქართველოში – მსჯელობა “დიალოგში”.

2016 წლის 10 ნოემბერი

 

 

,,დიალოგი” – ნატო და საქართველოს უსაფრთხოება 

საქართველოს მოსახლეობამ რვა წლის წინ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს.
რა ეტაპზეა საქართველო–ნატოს ურთიერთობა და რა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ მასთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობით.

2016 წლის 3 ნოემბერი.

 

,,დიალოგი” – შშმ პირთა განათლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები(სომხური ტიტრები)

 

,,დიალოგი” – შშმ პირთა განათლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები

საქართველოში ყველას აქვს სწავლის, დასაქმების უფლება, თუმცა საზოგადოებაში არიან მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ეს უფლება ეზღუდებათ. ესენი სპეციალური საჭიროების მქონე პირები არიან.

2016 წლის 27 ოქტომბერი.

 

,,დიალოგი” –საკუთრების რეგისტრაცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და მამაკაცებს საკუთრების მხრივ ერთნაირი უფლებები და თანაბარი პირობები აქვთ, საქართველოში მამაკაცის სახელზე ბევრად უფრო მეტი ქონებაა რეგისტრირებული, ვიდრე ქალზე.

2016 წლის 20 ოქტომბერი.

 

 

“დიალოგი” – 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, თუმცა N44–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ინიშნება. როგრორ ჩაიარა არჩევნებმა და რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს – პოლიტიკოსებისა და ახალგაზრდების შეფასებები თოქშოუ “დიალოგში”.

2016 წლის 13 ოქტომბერი.

 

,,დიალოგი” – პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო პერიოდზე

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია დღეს, 6 ოქტომბერს დაასრულეს. ოთხთვიან საარჩევნო მარათონს სამოქალაქო სექტორის, პარტიებისა და კანდიდატების წარმოადგენლები, ,,მე–9 არხის” პირდაპირ ეთერში შეაჯამებენ.

6 ოქტომბერი. 2016 წელი.

 

,,დიალოგი” – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ტელედებატები

გადაცემაში მონაწილეობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები.
ტელედებატებს მხარს უჭერს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. პროექტი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

29 სექტემბერი. 2016 წელი

,,დიალოგი” – ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე

რას ფიქრობენ ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე, ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრაზე და როგორ წარმოუდგენიათ მერის როლი თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე?

22 სექტემბერი. 2016 წელი

,,დიალოგი” – ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ცხრა რეგისტრირებული კანდიდატია. რას ჰპირდებიან ამომრჩეველს და როგორ აპირებენ ადგილობრივების პრობლემების გადაჭრას გამარჯვების შემთხვევაში – კანდიდატები პირდაპირ ეთერში.

15 სექტემბერი. 2016 წელი

,,დიალოგი” – ახალციხის მერობის კანდიდატები

ახალციხის მერობის ყველა კანდიდატის ვინაობა ცნობილია.  მათი რეგისტრაციის ვადა 8 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. საბოლოო მონაცემების მიხედვით, 8 ოქტომბერს ახალციხელებს არჩევანის გაკეთება 5 კანდიდატს შორის მოუწევს.

8 სექტემბერი. 2016 წელი

,,დიალოგი” – მზადება ახალციხის მერის არჩევნებისთვის 

8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, კიდევ ერთი არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში მერის შუალედური არჩევნებიც იმართება. ამ ეტაპზე ცნობილია სამი კანდიდატის ვინაობა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ერეკლიშვილი; ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ბესიკ ტაბატაძე; ,,ეროვნული ფორუმი“ – ჯუმბერ ინასარიძე.

1 სექტემბერი. 2016 წელი

,,დიალოგი” – ადრეული ქორწინება 

ადრეული ქორწინება – საკითხი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. მიუხედავად ამისა, საქართველოში მცხოვრები ქალების მინიმუმ 17% არასრულწლოვანია დაქორწინებული.

2016 წლის 25 აგვისტო

 

 

,,დიალოგი” – ოთხმა პარტიამ პოლიტიკური პლატფორმა შექმნა (გადაცემის პირველი ნაწილი)

პოლიტიკურ პარტიებს –  ,,ახალი მემარჯვენეებს,“  ,,გირჩსა”  და  ,,ახალ საქართველოს“ მეოთხე ძალა – ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ახალი პოლიტიკური პლატფორმის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის.” პარტიების ეს პოლიტიკური სვლა, ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა შეაფასეს.

2016 წლის 18 აგვისტო

 

 

,,დიალოგი” – დეპუტატობის კანდიდატის კრიტიკა რეგიონულ მედიას (გადაცემის მეორე ნაწილი)

ახალციხის ყოფილი მერი და ახლა უკვე ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და ადგილობრივი მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს.რეგიონის მედიაზე გიორგი კოპაძემ 17 აგვისტოს, მედიაკავშირ ,,ობიექტივის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

2016 წლის 18 აგვისტო

 

 

,,დიალოგი” –საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში 

ქალაქ ახალციხის მერმა თანამდებობა დატოვა. წასვლამდე, გიორგი კოპაძემ, ახალციხის ციხის დირექტორად მისი პირველი მოადგილე, ზაზა თამარაშვილი დანიშნა. თამარაშვილის პოსტი ილია ზარდიაშვილმა დაიკავა, რომელიც მანამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. იგი მერის მოვალეობასაც შეასრულებს.

2016 წლის 11 აგვისტო

 

 

,,დიალოგი” – მემკვიდრეობა და ქალის უფლება 

საქართველოს კონსტიტუციით, ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან. თუმცა ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკით, მშობლების ქონების უმეტესი ნაწილი ვაჟს რჩება, რასაც ძირითადად, ტრადიციას და ადათ–წესებს მიაწერენ.

2016 წლის 4 აგვისტო

 

 

,,დიალოგი –NDI-ს კვლევის შედეგების განხილვა 

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, საგარეო ურთიერთობებს, მედიას და ა.შ.

2016 წლის 28 ივლისი

 

 

“დიალოგი” – არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების პრობლემები

არაქართულენოვანი მოსახლეობის 53 % ქართულ ტელეარხებს არ უყურებს, 50 % – რუსეთს საფრთხედ არ აღქვამს. 63 %–ს არ აინტერესებს საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის საგარეო კურსი. 61 % –ს კი შიდაპოლიტიკა – ეს ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევების შდეგებია.

2016 წლის 21 ივლისი

 

 

“დიალოგი” – წინასაარჩევნო კამპანია ახალციხეში

წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, თუმცა პოლიტიკური პარტიები ჯერ არ გააქტიურებულან. როდის დაიწყება აქტიური პროცესები – თემის განხილვა თოქშოუ “დიალოგში”.

2016 წლის 14 ივლისი.

 

 

,,დიალოგი” – ტურისტული სეზონი სამცხე–ჯავახეთში

ტურისტული სეზონი დაიწყო. სამცხე–ჯავახეთი ვიზიტორებს, კულტურული მრავალფეროვნებით მასპინძლობს. რა აინტერესებს დამთვალიერებელს რეგიონში და რა პოტერნციალი აქვს სამცხე–ჯავახეთს ამ მიმართულებით.

7 ივლისი. 2016 წელი.

 

 

,,დიალოგი” – წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 

წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. რეგულაციები, რაც ამ პერიოდს თან ახლავს, 8 ივნისიდან ამოქმედდა. პოლიტიკური პარტიები აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად ემზადებიან.

16 ივნისი, 2016 წელი

 

 

“დიალოგი” – სტიქიის შედეგები ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვისგან და წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. 29 მაისის სტიქიამ რამდენიმე სოფელში, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.  ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვარხანსა და უნწაშია, სადაც   წყალდიდობის გამო, დაიხოცა შინაური პირუტყვი და ფრინველი.დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

2 ივნისი, 2016 წელი

 

 

“დიალოგი” – სახელმწიფო მინისტრი ნატოზე, ევროკავშირსა და ვიზალიბერალიზაციაზე

საქართველო დასავლეთის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მოლოდინშია, ევროკავშირის საბჭო კი იმ მუხლის გადახედვას აპირებს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს არეგულირებს. საქართველოს შესაბამის უწყებებში აცხადებენ, რომ ამ საკითხის გადახედვა ქვეყნის ვიზალიბერალიზაციას ხელს არ შეუშლის. “დიალოგის”კითხვებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პასუხობს.

2016 წლის 26 მაისი.

 

 

,,დიალოგი” –  ბაკურიანის მიწების საქმე – ყველა მხარის პოზიცია

რატომ დაადო პროკურატურის მოთხოვნით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ყადაღა ბაკურიანში, 38 მიწის ნაკვეთს თებერვალსა და აპრილში. დაბის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ყადაღადადებული ნაკვეთების მეპატრონეებს პროკურატურაში იბარებენ და სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიწის დათმობას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივებს აკავებენ და მხოლოდ მას შემდეგ ათავისუფლებენ, როცა საპროცესო შეთანხმებაზე ითანხმებენ და მიწას, სახელმწიფოსთვის აბრუნებინებენ.

2016 წლის 19 მაისი

 

 

,,დიალოგი” – პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა

თვეზე ნაკლები რჩება, როცა ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. გააქტიურდებიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები. რა ფუნქცია აქვთ მათ დღეს საქართველოში და რატომ მიდიან ახალგაზრდები პოლიტიკაში.

12 მაისი,  2016 წელი.

 

 

“დიალოგი” – რუსი ტურისტები საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში და მათ შორის ახალციხეშიც, რუსი ტურისტების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებსაც მანქანებზე რუსული სიმბოლოები ჰქონდათ დამაგრებული. მან ადგილობრივების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ტურისტებმა რუსული და საბჭოთა კავშირის სიმბოლოები მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც ადგილობრივებმა შენიშვნა მისცეს და მიუთითეს, რომ ეს საქართველოს კანონის დარღვევა იყო.

2016 წლის 5 მაისი.

 

 

“დიალოგი”– ახალგაზრდა გამომგონებლები ახალციხიდან

ახალციხელი გამომგონებლები ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ. კარლო და ანა ხუციშვილებისა და თორნიკე მაზმიშვილის ერთობლივმა ნამუშევარმა პირველი ადგილი დაიკავა.

28 აპრილი, 2016 წელი

 

 

“დიალოგი” – ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებები (სომხური ტიტრებით)

სამცხე–ჯავახეთი არასასურველი სტატისტიკის სათავეში აღმოჩნდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, რეგიონში ოჯახში ძალადობის პროცენტი მოსახლეობის პროცენტულობაზე მეტია. სამცხე–ჯავახეთის მონაცემების ნახევარია აჭარის და ქვემო ქართლის მონაცმები. ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებები – თემის განხილვა გადაცემაში “დიალოგი”.

2016 წლის 21 აპრილი

 

 

“დიალოგი” – ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებები

სამცხე–ჯავახეთი არასასურველი სტატისტიკის სათავეში აღმოჩნდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, რეგიონში ოჯახში ძალადობის პროცენტი მოსახლეობის პროცენტულობაზე მეტია. სამცხე–ჯავახეთის მონაცემების ნახევარია აჭარის და ქვემო ქართლის მონაცმები. ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებები – თემის განხილვა გადაცემაში “დიალოგი”.

2016 წლის 21 აპრილი

 

 

“დიალოგი” – NDI–ს კვლევის პოლიტიკური ნაწილის განხილვა

“ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას, ან გაერთიანებას მისცემთ ხმას? იცნობთ თუ არა თქვენს მაჟორიტად დეპუტატს? როგორ აფასებთ ამა თუ იმ პოლიტიკოსის საქმიანობას? – ამ გამოკითხვის შედეგებს პოლიტიკოსების ნაწილი არ ენდობა, ნაწილი კი ამ შედეგებით კმაყოფილია.

2016 წლის 14 აპრილი.

 

 

,,დიალოგი” – საპარლამენტო არჩევნების თარიღი

8 ოქტომბერი – საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია 8 აგვისტოს დაიწყება, მაგრამ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო კამპანია და რეგუილაციები იწყება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს.
ჯერ კიდევ უცნობია, მისცემს თუ არა პრემიერ-მინისტრი კონტრასიგნაციას, ანუ დაადასტურებს თუ არა პრეზიდენტის ინიციატივას.

2016 წლის 7 აპრილი.

 

 

“დიალოგი” – ირაკლი ალასანია სამცხე–ჯავახეთში; სუიციდის გახშირებული შემთხვევები

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ტურნე დაასრულეს. ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბორჯომსა და ახალციხეში, მოსახლეობას ხვდებოდა.

გახშირდა თუ არა სუიციდის შემთხვევები რეგიონში და როდის იღებს თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას ადამიანი – სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი და სასულიერო პირი.

2016 წლის 31 მარტი.

 

 

“დიალოგი” – რუსთავში გავრცელებული ბრუცელოზი და მომხმარებელთა უფლებები

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავი ისევ ბრუცელოზის კერაა. აქ დაავადების მატარებელი  10 ადგილობრივი და თითქმის ყველა ფერმერის პირუტყვია.  როგორ აპირებეს სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებას და დაცულია თუ არა მომხმარებელი ბრუცელოზით დაავადებისგან? რა გავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ქართველ მომხმარებლებზე – თემის განხილვა თოქშოუ “დიალოგში”.

2016 წლის 24 მარტი.

 

 

“დიალოგი” – სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი (სომხური ტიტრებით)

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ტურიზმს ეხება. დოკუმენტში წერია, რომ მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის განვითარებაზე, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასა და ამ სფეროში ადამიანური რესურსების მომზადებაზე. რა პოტერნციალი აქვს სამცხე–ჯავახეთს ამ მიმართულებით და რას ვახვედრებთ ვიზიტორს რეგიონში – თემაზე მსჯელობა თოქშოუ “დიალოგში”.

10  მარტი, 2016 წელი.

 

 

“დიალოგი” – სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ტურიზმს ეხება. დოკუმენტში წერია, რომ მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის განვითარებაზე, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასა და ამ სფეროში ადამიანური რესურსების მომზადებაზე. რა პოტერნციალი აქვს სამცხე–ჯავახეთს ამ მიმართულებით და რას ვახვედრებთ ვიზიტორს რეგიონში – თემაზე მსჯელობა თოქშოუ “დიალოგში”.

10 მარტი, 2016 წელი.

 

 

“დიალოგი” – თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები და საზოგადოების ჩართულობა

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბოლო დროს, თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას უფრო მეტად ჩაერთოს ხელისუფლების საქმიანობაში. მოჰყვა თუ არა შედეგი მას – თემის განხილვა თოქშოუ “დიალოგში”.

3 მარტი 2016 წელი.

 

 

,,დიალოგი” – ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციები და იდენტობა (სომხური ტიტრებით)

ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პატივისცემა წარმოადგენს. რა წერია ასოცირების ხელშეკრულებაში უმცირესობათა უფლებებზე.
რას გულისხმობს დასავლეთთან ინტეგრაცია სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თვითმყოფადობის, მათი განსხვავებული ტრადიციების, წეს–ჩვეულებების, ენისა და კულტურის საკითხებში – თოქშოუ “დიალოგი” ეთერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემას უთმობს.

25 თებერვალი, 2016 წელი.

 

 

,,დიალოგი” – ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციები და იდენტობა, დასავლეთთან ინტეგრაციის შემდეგ

ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პატივისცემა წარმოადგენს. რა წერია ასოცირების ხელშეკრულებაში უმცირესობათა უფლებებზე.
რას გულისხმობს დასავლეთთან ინტეგრაცია სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თვითმყოფადობის, მათი განსხვავებული ტრადიციების, წეს–ჩვეულებების, ენისა და კულტურის საკითხებში – თოქშოუ “დიალოგი” ეთერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემას უთმობს.

25 თებერვალი, 2016 წელი.

 

 

,,დიალოგი”  საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში (სომხურენოვანი ტიტრებით)

საქართველო, ბოლო წლებია, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების  პოლიტიკის გატარებას, დასავლეთთან ინტეგრაციის საშუალებით ცდილობს.

11 თებერვალი, 2016 წელი

 

,,დიალოგი” –  რა შეიცვლება საქართველოსთვის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ნატოსთან დაახლოების შემთხვევაში.

საქართველო, ბოლო წლებია, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების  პოლიტიკის გატარებას, დასავლეთთან ინტეგრაციის საშუალებით ცდილობს.

 

,,დიალოგი” – რა პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე მესხეთიდან?

ვის შეუძლია ევროკავშირის ბაზრით სარგებლობა და რა არის საჭირო დასავლეთის ბაზრის დასაინტერესებლად?  – “დიალოგი” სომხურენოვანი ტიტრებით.

28 იანვარი, 2016 წელი

 

,,დიალოგი” – რა პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე მესხეთიდან?

ვის შეუძლია ევროკავშირის ბაზრით სარგებლობა და რა არის საჭირო დასავლეთის ბაზრის დასაინტერესებლად?  – “დიალოგი” სომხურენოვანი თარგმანით.

28 იანვარი, 2016 წელი

 

“დიალოგი” – რა პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე მესხეთიდან?

მესხი ფერმერები, პროდუქტს, ევროპის ქვეყნებში გასატანად ამზადებენ. დასავლეთის ბაზარი – ეს არის 500 მილიონი მოქალაქისგან შემდგარი, სტაბილური ბაზარი. საქართველოს კი ეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
გადაცემის თემა – რა მოთხოვნები აქვს ევროპულ ბაზარს და რატომაა მიმზიდველი ის ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის. რამდენად რეალურია, რომ მესხური პროდუქცია დასავლეთის ბაზრის დახლებზე ვიხილოთ და რა უნდა გააკეთონ ამისთვის ფერმერებმა.

28 იანვარი, 2016 წელი

 

“დიალოგი” – საახალწლო გადაცემა

2015 წლის 31 დეკემბერი

 

 

“დიალოგი” – ადიგენის ბიუჯეტის განხილვა მთავრობის გარეშე

17 მომხრე და 2 წინააღმდეგი. ადიგენის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 3 783 400 ლარით დამტკიცდა. მომავალ წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით 1 184 300 ლარი დაიხარჯება. მთავარი ფინასური დოკუმენტის მიხედვით, შემდეგი პრიორიტეტი საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებასა და დანამატებს ენიჭება, რისთვისაც 2 მილიონამდე ლარია განსაზღვრული. 295 600 ლარი მოხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს.
გადაცემაში მონაწილეობაზე, ბოლო წუთს, უარი განაცხადეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა. იმ მიზეზით, რომ მთავრობისგან კითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებდა, სტუდიაში აღარ მოვიდა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი მალხაზ ბოჩიკაშვილი. გადაცემაში მონაწილეობა, ადიგენიდან მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თემურ ფეიქრიშვილმა მიიღო.

2015 წლის 24 დეკემბერი.

 

 

“დიალოგი” – 2015 წლის შეჯამება

2015 წლის 17 დეკემბერი

 

 

“დიალოგი” – ბიუჯეტის კორექტორებული ვარიანტი

ქალაქ ახალციხის მერიამ, საკრებულოს, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ჩასწორებული ვარიანტი დღეს, უკან დაუბრუნა. დეპუტატების რომელი რეკომენდაციები გაითვალისწინა და რა დაამატა მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ – გადაცემის თემა.

2015 წლის 10 დეკემბერი

 

 

,,დიალოგი” – 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი

ახალციხის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. საკრებულომ, მთავარი ფინანსური დოკუმენტი გამგეობას, შენიშვნებთან ერთად დაუბრუნა. პროექტის საჯარო განხილვა უკვე დაწყებულია. მოსახლეობა კი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სურთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალ  წელს  მოუგვაროს.

2015 წლის 26 ნოემბერი

 

 

“დიალოგი” – კანონპროექტი პრემიების გაცემის წესის შესახებ 

თუ პარლამენტის დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილის იდეას მხარს დაუჭერენ, თანამდებობის პირები, პრემიებს ვეღარ აიღებენ. აღნიშნულ კანონპროექტს გუშინ, პირველი მოსმენით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საჭიროა თუ არა მსგავსი რეგულაციები დღევანდელ ვითარებაში?

2015 წლის 29 ოქტომბერი

 

“დიალოგი”

ქვეყანა არის სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხის წინაშე – ამ შინაარსის განცხადებები რამდენიმე დღეა კეთდება. მიზეზი რამდენიმეა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე თავდასხმა და შენობის დაზიანება, მათ შორის, ახალციხესა და ასპინძაში; 3 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ე.წ. ციხის კადრები; პროცესი, რომელიც ,,რუსთავი 2–ის” გარშემო ვითარდება; მიმდინარე მოვლენებზე ქვეყნის პირველი პირის, პრემიერ–მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები; გამოხმაურება მინისტრთა კაბინეტიდან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, სამოქალაქო სექტორიდან.

2015 წლის 22 ოქტომბერი

 

“დიალოგი” – მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში 

დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში  მოქალაქეთა ჩართულობაა. მოსახლეობის თანამონაწილეობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე  თვითმმართველობას ეხება. რამდენად აქტიურია ამ მხრივ მოსახლეობა ახალციხეში – გადაცემის მთავარი თემა.

2015 წლის 15 ოქტომბერი

 

,,დიალოგი”   ევროკავშირი – მითები და რეალობა 

ევროკავშირში გაწევრიანებით წაგვართმევენ ქართველობას, საფრთხე  შეექმნება ჩვენ ტრადიციებს, ფერმერები  ვერ შეძლებენ ევროპის ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილებას და შესაბამისად, პროდუქტის გატანას საზღვარგარეთ, თავიდან ვერ ავიცილებთ მიგრაციას და საქართველოდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ წავა – ეს არის მითები, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილმა არ იცის – უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეეძლება შენგენის ქვეყნებში, მათ შორის არ არის დიდი ბრიტანეთი, უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩეს. ოღონდ, საქართველოს მოქალაქეს ამ ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლება არ ექნება.

2015 წელი 30 სექტემბერი.

 

,,დიალოგი” – ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 

,,ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებს 1 კილოვატზე  3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევთ.

2015 წლის 23 ივლისი

 

,,დიალოგი” – საოკუპაციო ხაზის გადმოწევა 

რუსეთის  საოკუპაციო  ძალების  მიერ  საქართველოს  საზღვრების  ძველი ნიშნულიდან,  დაახლოებით  კილომეტრ  ნახევრით  გადმოწევას  და  ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერების უკანონოდ აღმართვას ახალციხეში აფასებენ. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვითარების ესკალაცია თავიდან აიცილოს და არის თუ არა ადეკვატური განცხადებები, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები აკეთებენ – თემაზე თოქ–შოუ “დიალოგის” სტუმრები მსჯელობენ.

2015 წლის 16 ივლისი.

 

,,დიალოგი” – ადიგენში მიმდინარე პროცესების განხილვა ხელისუფლების გარეშე 

საკრებულოს ხმაურიანი სხდომები, არგუმენტის გარეშე გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, რომელიც ჯერ კიდევ დაუთვლელია, ოპონენტების ბრალდებები, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში რეგიონის პირველი პირები ერევიან, ტენდერები, რომლებიც ოპოზიციაში არაერთ კითხვას ბადებს – ეს ადიგენის მუნიციპალიტეტში, 1 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებია.

9 ივლისი 2015 წელი

 

“დიალოგი” 

გადაცემის თემა: 1. ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა;  2. ახალციხელი მძლეოსნების წარმატებული ასპარეზობა ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე.

2015 წლის 25 ივნისი

 

“დიალოგი”

2015 წლის 18 ივნისი

 

“დიალოგი” – ახალციხის ახალი თვითმმარველობის ერთი წლის საქმიანობის შეჯამება 
გადაცემის სტუმრები: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2015 წლის 11 ივნისი.

 

“დიალოგი”

გადაცემის თემა: 1. მიმდინარე და განუხორციელებელი პროექტები ახალციხეში;  2. ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი?

14 მაისი, 2015 წელი.

“დიალოგი”

2015 წლის 7 მაისი

საქართველო მთავრობის გარეშე

2015 წლის 30 აპრილი

30 აპრილის “დიალოგის” ანონსი

საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს. მეორე დღეა, რაც ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

რაზე მიანიშნებს მინისტრთა გადადგომის პროცესი? უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ არჩევნებს? ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი თუ პრობლემები უმრავლესობაში?

თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სტუდენტები იმსჯელებენ

ადგილობრივების მოსაზრებები ნახეთ დღეს, 30 აპრილს, 20:30 საათზე, თოქშოუ „დიალოგის“ განახლებულ ეთერში.

გარემოპირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის

2015 წლის 23 აპრილი

23 აპრილის “დიალოგის” ანონსი

გარემოპირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
უფლებები მხოლოდ ფურცელზე და რეალურად გაჩენილი პრობლემები.
რა ფუნქცია აქვს ოჯახს, შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესში და როგორია მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება?
პრობლემები გარემო ფაქტორებისგან და პრობლემები შინაგანად.
ნახეთ როგორია შშმ პირთა ყოველდღიურობა და რას ჰყვებიან ახალციხეში, გორსა და თბილისში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები
ხუთშაბათს, 23 აპრილს 20:30 საათზე
ტელე–ხიდი ,,დიალოგი“

რეგიონული მედია და საზოგადოების ინტერესები

2015 წლის 16 აპრილი.

16 აპრილის “დიალოგის” ანონსი

რეგიონული მედია და საზოგადოების ინტერესები.
როგორია ჟურნალისტური პროდუქტი და რისი ხილვა სურს მოსახლეობას?
ასრულებენ თუ არა ადგილობრივი მედიაორგანიზაციები მეოთხე ხელისუფლების როლს და რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი?
მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, დამოუკიდებლბლობა– რა წარმოადგენს მედიის პრინციპების განმსაზღვრელ ფაქტორს?
რას ფიქრობენ საკითხზე თბილისში, ზუგდიდსა და ახალციხეში?
როგორ ხედავენ ახალგაზრდები მედიის როლს?
ნახეთ, 16 აპრილს 20:30 საათზე, ყოველკვირეულ ტელე–ხიდში
3 ქალაქის სტუდიიდან. გადაცემა “დიალოგი”

ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრება და 26 საუკუნოვანი ურთიერთობები

2015 წლის 9 აპრილი

9 აპრილის “დიალოგის” ანონსი

ორი ერი, რომელთა ერთად ცხოვრების მაგალითები განსხვავებული და განსაკუთრებულია.

26 საუკუნე კონფლიქტების გარეშე და დამეგობრებული ქართველი და ებრაელი ხალხი.

ნახეთ რას მიიჩნევენ ისინი ორი ერის გამაერთიანებლ ნიშნად და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ებრაელი ხალხი.

ტრადიციები, წესები და ჩვეულებები, სამეცნიერო ნაშრომები და უპრეცენდენტო ურთიერთობა მსოფლიოს მასშტაბით.

ხუთშბათს, 9 აპრილს  20:30 წუთზე თქვენ ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობის შესახებ ისტორიებს კომპეტენტური პირებისგან მოისმენთ.

ნახეთ ტელე–ხიდი ახალციხის, ქუთაისისა და თბილისის სტუდიებს შორის

გადაცემაში ,,დიალოგი“

არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა

ახალციხის, ოზურგეთისა და თბილისის სტუდიების ტელე–ხიდი.

2015 წლის 2 აპრილი.

2 აპრილის “დიალოგის” ანონსი

რამდენად ეფექტურია რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა?
ერთვება თუ არა მესამე სექტორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
პროექტები პროექტისთვის თუ რეალური შედეგისათვის?
საკითხებზე ახალციხის, ოზურგეთისა და თბილისის სტუდიის სტუმრები ერთობლივად მსჯელობენ.
არასამათვრობო ორგანიზაციების წევრები და მათი ახალი თაობა.
ნახეთ ხუთშაბათს, 2 აპრილს 20:30 საათზე, გადაცემაში „დიალოგი“ .  ,,ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ ეთერში

მუსლიმები და მართლმადიდებლები

ტელე–ხიდი ახალციხის, მარნეულისა და თბილისის სტუდიებს შორის.

2015 წლის 26 მარტი

26 მარტის “დიალოგის” ანონსი

მუსლიმები და მართლმადიდებლები დღეს – რეალური დაპირისპირება თუ ხელოვნურად გაჩენილი კონფლიქტი?

რა ხდება სოფელ ჭელასა და მოხეში ორი სარწმუნოების ადამიანებს შორის მომხდარი დაპირისპირდების შემდეგ და როგორია ურთიერთობა ამ მხრივ ქალაქ მარნეულში? შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება და სად უნდა ვეძებოთ მიზეზი?

გაიგეთ, რას ჰყვებიან ორი სარწმუნოების ადამიანები ერთ ქვეყანაში ერთად ცხოვრების შესახებ.

ხუთშაბათს, 26 მარტს, 20:30 საათზე, ტელე–ხიდი ახალციხის, მარნეულისა და თბილისის სტუდიებს შორის, ნახეთ კომპეტენტური სტუმრებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულება საკითხის ირგვლივ.

უყურეთ „დიალოგს“ ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ ეთერში“

სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა საქართველოს რეგიონებში

ახალციხის, თელავისა თბილისის სტუდიების ტელე–ხიდი

2015 წლის 19 მარტი.

19 მარტის “დიალოგის” ანონსი

რამდენად აქტიურია სამოქლაქო სექტორი ქვეყნის რეგიონებში;
არსებობს თუ არა მოქალაქეთა აქტიურობის წარმატებული მაგალითები?
რა შეუძლია სამოქალაქო სექტორს ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში;
საკითხის ირგვლივ 3 რეგიონის აქტიური მოქალაქეები და ახალგაზრდა თაობა ერთიანდება.
ტელე–ხიდი ახალციხის, თელავისა და თბილისის სტუდიებთან…
ნახეთ, 19 მარტს, ხუთშბათს, 20:30 საათზე, გადაცემა ,,დიალოგის“ განახლებულ ეთერში
ტელეკომპანია ,,მე–9 არხზე“

თოქშოუ “დიალოგი”

23 ოქტომბერი 2014 წელი,   გადაცემის თემა:  ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და ენერგოვალდებულება.

“დიალოგი”

არასამთავრობო ორგანიზაციები

“დიალოგი”

26 ივნისი. 2014 წელი

თოქ–შოუ “დიალოგი”

2014 წლის 12 ივნისი. (ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები)

ტელედებატები – “არჩევნები 2014”

(სომხური ტიტრებით)

თოქ–შოუ “დიალოგი”

29 მაისი 2014 წელი

“დიალოგი”

8 მაისი 2014 წელი

თოქ–შოუ “დიალოგი”

1-ლი მაისი

თოქ–შოუ “დიალოგი”

3 აპრილი 2014 წელი

თოქ-შოუ “დიალოგი”

27 მარტი, 2014 წელი

 “დიალოგი”

6 თებერვლის

თოქ–შოუ “დიალოგი”

6 ივნისი

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი