”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“მე–9 არხს” ახალი ვებ–გვერდი აქვს

ტელეკომპანია “მეცხრე არხი” ახალ ვებ–გვერდზე გადავიდა, რომლის მისამართია: tv9news.ge. მომხმარებლებს შეგიძლიათ ყოველდღიური ამბები რეგიონიდან ახალი, მრავალფეროვანი და უფრო მოსახერხებელი  ვებ–გვერდის საშუალებით მიიღოთ. ახალ ვებ–გვერდზე გადასასვლელეად დააკლიკეთ ბმულზე: tv9news.ge .

შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის, ახალციხის მერიამ 100 000 ლარი გამოყო

9 აპრილზე მშენებარე წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებისთვის, ახალციხის მერიამ 100 000 ლარი გამოყო.

ახალციხის სამხატვრო სკოლაში სემესტრული გამოფენა მოეწყო

ახალციხის სამხატვრო სკოლაში სემესტრული გამოფენა მოეწყო. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იყო ფერწერულ, გრაფიკულ, კომპოზიციურ, კერამიკულ და სხვა სტილში  შესრულებული ნამუშევრები.

MDF -ი საროს დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციას გეგმავს

მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) ასპინძის სოფელ საროში დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციას აპირებს. იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “მეცხრე არხს” განუმარტეს, … Continue reading

გოგოლაური–კოპაძის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გიორგი კოპაძის სარჩელის განხილვა, 7 თებერვალს ჩაინიშნა. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან გვარამია, საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს.

შპს “ოცხე” ახალციხის ქუჩების საფუძვლიანად გაწმენდას ვერ ახერხებს

შპს “ოცხე”, რომელიც ახალციხის ცენტრალური ქუჩების თოვლის საფარისგან გსუფთავებას უზრუნველყოფს, გზების საფუძვლიანად გაწმენდას ვერ ახერხებს. კომპანია დახმარებას ქალაქის მერიასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს სთხოვს. 

უამინდობა ჯავახეთში

მესამე დღეა ჯავახეთში უამინდობას ებრძვიან. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო პრობლემები შეიქმნა სოფლების მისასვლელ გზებზე.

უამინდობისგან შექმნილი პრობლემები

უხვი ნალექის გამო შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ახალციხელები ჩივიან. გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც.

ახალციხეში “დელტა–ნეტის” აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ

ახალციხეში კომპანია “დელტა–ნეტის” აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, დაზიანებულია მთავარი გაყვანილობა, რის გამოც  მომხმარებლებლები, კომპანიის ინტერნეტით, ქალაქის მასშტაბით ვერ სარგებლობენ. 

31 იანვრიდან, სინოპტიკოსები ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ

30 იანვარს საქართველოში  ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალ მთაში ზოგგან ქარბუქია მოსალოდნელი.

ჯავახეთის სოფლებში, ძლიერი ქარის გამო, ისევ პრობლემებია

ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში გზა ისევ ჩაკეტილია. სპეციალური ტექნიკა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშასთან მუშაობს, სადაც გუშინ ღამით ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. 

ჯავახეთში გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

დონორები

top.ge

TOP.GE