Category Archives: განათლება

აგარის ბაღში საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა

ერთ დღიანი პროტესტის შემდეგ  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღში საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა.  ბაღს არცერთი პედაგოგი დატოვებს –  ეს გადაწყვეტილება აღმზრდელებს თავად ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გააცნო. ლელა ოქრომელიძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ ახალი კადრები იმ შემთხვევაში დაემატება, თუ ბაღში მესამე ჯგუფი გაიხსნება.

პოლიტიკური თუ პროფესიული მოტივი – რატომ ათავისუფლებენ აგარის ბაღიდან პედაგოგებს?

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საბავშვო ბაღის აღსასზრდელებმა საკადრო ცვლილებები გააპროტესტეს.  ბაღის ყოფილმა და მოქმედმა პედაგოგებმა  5 თანამშრომლის გათავისუფლების გამო უკმაყოფილება ამსახით გამოხატეს.  მათი თქმით, პედაგოგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა, ლელა ოქრომლიძემ ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა,  მათ ნაცვლად კი ,,ქართული ოცნების” აქტივისტები დანიშნა. თანამშრომელთა მტკიცებით, წინასაარჩენო პერიოდში, პედაგოგების მიმართ გათავისუფლების მუქარა ხშირად ისმოდა.

აგარის საბავშვო ბაღის პედაგოგები სასწავლო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან

Untitled    აგარის საბავშვო ბაღის ეზოში ამ წუთებში ხმაურია. ბაღის ყოფილი და მოქმედი პედაგოგები  5 თანამშრომლის გათავისუფლებასა და ახალი აღმზრდელების დანიშვნას აპროტესტებენ. ხმაური აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი თანამშრომელი ეთერი გულიაშვილი მივიდა. აქციის მონაწილეები მისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ დაინიშნა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე.

„ლელა ოქრომელიძემ დამირეკა ბაღში მიდი და მეც მალე მოვალო. რატომ უნდა მოვსულიყავი არ ვიცოდი. მერე გავარკვიე, რომ მეორე სმენის აღმზრდელად დავინიშნე. სხვა არაფერი ვიცი“ – აცხადებს ეთერი გულიაშვილი.

აქცია აგარის საბავშვო ბაღის ეზოში დილიდან მიმდინარეონს. ბაღის თანამშრომლები 5 პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაინიშნენ. მათი გათავისუფლება და დანიშვნა კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა უზრუნველყო. თანამშრომელთა თქმით, პედაგოგებისთვის  გათავისუფლების მიზეზი ლელა ოქრომელიძეს ამ დრომდე არ აუხსნია.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში სასწავლო პროცესს ჩაშლიან.

სოფელ ორგორის სკოლის მოსწავლეები ავარიულ შენობაში ისწავლიან

სოფელ ორგორის სკოლის მოსწავლეები ისევ სახუდაბლის სკოლის ძველ შენობაში ისწავლიან, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია.
ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით ასპინძის მუნიციპალიტეტშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა ამ დრომდე საკუთარი სკოლა არ აქვთ სოფელ ორგორის მოსწავლეებს.
სოფელში სასწავლო დაწესებულება 2012 წლის დეკემბერში ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა და ინფრასტრუქტურა განადგურდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ პრობლემით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნულთან დაკავშირებით “მეცხრე არხმა” არაერთი სიუჟეტიც მომაზადა.

იხილეთ ვიდეო:

მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის დაწყება ასპინძის მაჟორიტამა დეპუტატმაც მიულოცა. ტარიელ ლონდარიძემ ორგორა-სახუდაბლის სკოლის პრობლემებზე  ისაუბრა.
,,განსაკუთრებულად გულდასაწყვეტი იყო სოფელ ორგორისა და სახუდაბელის სასწავლო პირობების ნახვა. როგორც ყველასათვის ცნობილია, 2012 წლის დეკემბერში, ხანძრის შედეგად სოფელ ორგორის სკოლის მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურდა. უკვე მერამდენე წელია, ამ ორი სოფლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო პროცესის წარმართვა რთულ და მძიმე პირობებში უწევთ. სკოლის არარსებობამ მოსწავლეებისა და სწავლის ხარისხის შემცირება გამოიწვია. ხაზი მინდა გავუსვა მეტად მნიშვნელოვან ფაქტს, რომ წელს, პირველ კლასში ერთადერთმა, პატარა სოფომ დაიწყო სწავლა. თუ სოფელ ორგორაში არ მოხდება ახალი სკოლის მშენებლობა, სოფელს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება.მიუხედავად მთავრობის (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს) არაერთი დაპირებისა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდებოდა, დაპირება დაპირებად რჩება. მე, კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ სამინისტრო გამოიჩენს სათანადო ყურადღებას და მომავალი წლისთვის ბავშვებს ექნებათ ახალი სასწავლო ინფრასტრუქტურა. აქვე, მინდა გავამხნევო სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს სრულყოფილი განათლება მისცენ და ვუსურვო მათ მოსწავლეებთან ერთად წარმატებული სასწავლო წელი”- ამბობს ტარიელ ლონდარიძე.

ფოტო-მასალასა და ინფორმაციას ასპინძის “ნაციონალური მოძრაობის” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 239 სტუდენტი ჩაირიცხა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონია 11 საათზე გაიმართა. უმაღლესი დაწესებულების რექტორმა სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებელებს სიტყვით მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა. მერაბ ბერიძემ იმ სიახლეების შსახებაც ისაუბრა, რომელბიც უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან განხორციელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 50 000–მდე პირველკლასელია რეგისტრირებული. 15 სექტემბერს სწავლა განახლდა ახალციხის მეხუთე საკარო სკოლაშიც.  საბა ნათენაძე სწორედ ამ სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ  სწავლის დაწყება უხარია და ეცდება, მაღალ ნიშნებზე ისწავლოს.

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის ფედერაცია ყალიბდება

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის რეგიონული ფედერაცია ყალიბდება, რომლის მიზანიც მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და განვითარებაა. ფედერაციაში 6 –ვე მუნიციპალიტეტის პედაგოგები გაწევრიანდდებიან. მის ფარგლებში სასწავლო დაწესებულებებში სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები გაიმართება. ფედერაციის ჩამოყალიბების ინიციატორი რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძეა.

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს

MoES_new_Logo-resized     განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მომდევნო ეტაპს – სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა შეზღუდული არ არის. 20 აგვისტოს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.

სამინისტროს ინფორმაციით,  დირექტორობის კანდიდატებმა ასევე უნდა ატვირთონ ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. ფოტოსურათი და 3. სამოტივაციო წერილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  გასაუბრების განრიგს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით21 აგვისტოდან ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის ოთხი უნივერსიტეტის 50–მდე სტუდენტმა მიიღო. სემინარის თემა რელიგიის ფილოსოფიული საფუძვლები იყო.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელად ნანა ბერიძე დაინიშნა

nanaახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დღეს,  ოფიციალურად თანამდებობაზე  ნანა ბერიძე დაინიშნა.

დაწესებულების ხელმძღვანელის  განმარტებით,  ბაგა–ბაღებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის რეფორმების გატარდება იგეგმება.

ნანა ბერიძის თქმით,  მოსახლეობის გამოკითხვა მოხდება, თუ რა კუთხით სურთ მათ   დაწესებულებებში მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ  გზით მოხდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვაა პრობლემების აღმოფხვრა.

“მოტივირებული  ვარ, რომ ამ სფეროში ჩემი მუშაობა ნაყოფიერი იყოს”–აღნიშნა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მეცხრე–არხთან საუბრისას.

ნანა ბერიძეს 1970   წელის  12 აპრილს ქალაქ  ახალციხეშ დაიბადა.

განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

წლების განმავლობაში  ახალციხის  საზოგადოებრივ კოლეჯში,  “მესხეთში” მუშაობდა და  ქიმიის მიმართულებით ლექციებს კითხულობდა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა ნანა გელაშვილმა , 31 ივლისს საკუთარი განცახდების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

იგი ააიპი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად 2013 წლის 4 თებერვლიდან მუშაობდა.