”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

განათლების სამინისტრომ ახალციხეში ერთი დირექტორი დანიშნა

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. გია კაპანაძემ აღნიშნულის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ბრძანება 10 დეკემბერს მიიღო.

უწყებიდან ოფიციალურ დასტურს ელოდება ახალციხის მე–5 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, დაკისრებულ მოვალეობას 5 დეკემბერიდან ასრულებს.

რაც შეეხება პირველ და მეორე საჯარო საკოლებს, სასწავლო დაწესებულებებს აქ  ისევ ძველი კადრები ხელმძღვანელობენ, რადგან სამეურვეო საბჭოებმა აღნიშნულ სკოლებში  განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატები არ აირჩია. როდის დანიშნავს უწყება აღნიშნულ სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დირექტორთა არჩევის პროცესი ახალციხის ოთხ  სკოლაში 2 დეკემბერს გაიმართა.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE