”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელად ნანა ბერიძე დაინიშნა

nanaახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დღეს,  ოფიციალურად თანამდებობაზე  ნანა ბერიძე დაინიშნა.

დაწესებულების ხელმძღვანელის  განმარტებით,  ბაგა–ბაღებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის რეფორმების გატარდება იგეგმება.

ნანა ბერიძის თქმით,  მოსახლეობის გამოკითხვა მოხდება, თუ რა კუთხით სურთ მათ   დაწესებულებებში მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ  გზით მოხდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვაა პრობლემების აღმოფხვრა.

“მოტივირებული  ვარ, რომ ამ სფეროში ჩემი მუშაობა ნაყოფიერი იყოს”–აღნიშნა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მეცხრე–არხთან საუბრისას.

ნანა ბერიძეს 1970   წელის  12 აპრილს ქალაქ  ახალციხეშ დაიბადა.

განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

წლების განმავლობაში  ახალციხის  საზოგადოებრივ კოლეჯში,  “მესხეთში” მუშაობდა და  ქიმიის მიმართულებით ლექციებს კითხულობდა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა ნანა გელაშვილმა , 31 ივლისს საკუთარი განცახდების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

იგი ააიპი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად 2013 წლის 4 თებერვლიდან მუშაობდა.

Information

This entry was posted on 01/08/2014 by in განათლება, სხვადასხვა.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE