”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ფერმერის საათი


ფერმერის საათის ქუდი.mp4_000032520    ,,ფერმერის საათი“
გადაცემა სოფლის მეურნეობაზე. საკანონმდებლო სიახლეებსა და ფერმერული მეურნეობის განვითარების გზებზე. კომპეტენტური ადამიანები სტუმრად პირდაპირ ეთერში, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ფერმერებს.

გადაცემის ეთერში გასვლის დრო :  ყოველ ოთხშაბათს, 20:30 საათზე

გადაცემის ქრონომეტრაჟი:  1 საათი

წამყვანი: თიკო კურტანიძე, კორესპონდენტი რუსუდან გვარამაძე

 

“ფერმერის საათი” – საშემოდგომო სამუშაოები

ახალციხის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ცდილობენ მიწის დამუშავება 2 დეკემბრამდე მოასწრონ, რადგან ხვნის ბარათებს მოქმედების ვადა სწორედ ამ დრომდე აქვს. ადგილობრივები ხელისუფლებას ვადის გაზრდას სთხოვენ. ფერმერები ასევე ჩივიან ტექნიკის სიმცირეზეც.

2016 წლის 23 ნოემბერი

23  ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

ახალციხის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ცდილობენ მიწის დამუშავება 2 დეკემბრამდე მოასწრონ, რადგან ხვნის ბარათებს მოქმედების ვადა სწორედ ამ დრომდე აქვს. ადგილობრივები ასევე ჩივიან ტექნიკის სიმცირეზეც. ფერმერების პრობლემები და ხელისუფლების პასუხი ნახეთ 23 ნოემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – მოსავლის შენახვის ტექნოლოგიები

მოსავლის შენახვის ტექნოლოგიები და სასაწყობე მეურნეობები – რა პირობებში ინახავენ ახალციხელი ფერმერები მოსავალს და როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით? – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტი ნუგზარ კაველიძე პასუხობს.

2016 წლის 16 ნოემბერი

16 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

მოსავლის შენახვის ტექნოლოგიები და სასაწყობე მეურნეობები – “ფერმერის საათის” ერთგული მაყურებლის ყურადღებას ამჯერად სწორედ ამ თემაზე შევაჩერებთ. პრობლემები და სახელმწიფოს დამოკიდებულება – ნახეთ 16 ნოემბერს 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”

“ფერმერის საათი” – სათესლე კარტოფილის სერტიფიცირება და რეალიზაციის პრობლემები

საქართველოში პირველად კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირება მიმდინარეობს. პროცესში სამცხე–ჯავახეთის ორი ორგანიზაცია ჩაერთო.

2016 წლის 2 ნოემბერი

“ფერმერის საათი” – რატომ დაავადდა ახალციხელი ფერმერების კარტოფილი?

სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის მოსავილის აღება დაიწყეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების ნაწილი სამეურნეო კულტურას ნიადაგში ტოვებს. მიზეზი სოკოვანი დაავადებებია, რომელმაც ცაკეულ ფერმერს მოსავლის დიდი რაოდენობა გაუნადგურა.

2016 წლის 28 სექტემბერი.

“ფერმერის საათი” – რძის პროდუქტების რეალიზაცია

მესაქონლეობა მესხეთში განვითარებული დარგია. შესაბამისად, ფერმერებისთვის ერთ–ერთი შემოსავლის წყარო რძის პროდუქტების რეალიზაციაა. რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები? სად ახდენენ ძირითადად პროდუქტის რეალიზებას? რამდენადაა დაცული წარმოებისას უსაფრთხოება და რას ფიქრობენ ადგილობრივი ფერმერები ევროპაში პროდუქტის გატანასთან დაკავშირებით – “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე და კოოპერატივ “ხარება”–ს მენეჯერი ალუდა ჯვარიძე პასუხობენ.

2016 წლის 7 სექტემბერი.

“ფერმერის საათი” – ირიგაციის სეზონი ახალციხის მუნიციპალიტეტში

არის თუ არა მზად მუნიციპალიტეტი რწყვის სეზონისთვის, რა პროექტები ხორციელდება ამ მხრივ და რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის მელიორაციის სამსახურის უფროსი ჯემალ გიორგაძე პასუხობს.

2016 წლის 6 ივლისი

“ფერმერის საათი” – აგროდაზღვევის პროგრამა და მოსახლეობის ჩართულობა

აგროდაზღვევის პროგრამა და მოსახლეობის ჩართულობა – ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ადიგენის მუნიციპალიტეტი არაერთხელ აზარალა. დაზიანდა, როგორც სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ვარხანი. რა ხდება სტიქიის შემდეგ სოფელში, რა შემთხვევაში უნაზღაურდებათ ფერმერებს  ზარალი და რამდენად ეფექტურია აღნიშნული აგროდაზღვევის პროგრამა – “ფერმერის საათის” კითხვებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი პასუხობს.

29 ივნისის “ფერმერის საათის” ანონსი

აგროდაზღვევის პირობები და მოსახლეობის ჩართულობა – ეს არის “ფერმერის საათის”  მომდევნო გადაცემის თემა. რატომ უნდა დააზღვიოს სოფლის მაცხოვრებელმა მოსავალი და რაში ხედავენ სირთულეებს ადგილობრივები – ნახეთ 29 ივნისს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – ხეხილისა და ვაზის მოვლის წესები

ხეხილისა და ვაზის მოვლის წესები მესხეთში – რა ინფორმაციას ფლობენ ფერმერები აღნიშნულთან დაკავშირებით და რა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება მეხილეობის განვითარების მიზნით სამცხე–ჯავახეთში – “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მასალების მიმღები და პათანატომიური განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი თემურ გვარამაძე პასუხობს.

2016 წლის 22 ივნისი.

“ფერმერის საათი” – ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სოფელ რუსთავში

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები  მიმდინარეობს.  რამდენიმე წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის აღება მოახდინეს. სერომონიტორინგი რეგიონში სოფელ რუსთავიდან დაიწყო.  გამოკვლევებით დადგინდა, რომ სოფელში  40–მდე სული დაავადებულია.

ადგილობრივები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმედით უყურებენ, თუმცა ამბობენ, რომ თუ დროული ვაქციანაცია არ ჩატარდება სოფელში დაავადებული პირუტყვის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

როდის დაიწყებს სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციული ღონისძიებების მომდევნო ეტაპს და რაში ხედავენ თავად ადგილობრივები გამოსავალს – “ფერმერის საათის” კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური პასუხობს.

2016 წლის 18 მაისი.

18 მაისის “ფერმერის საათის” ანონსი

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში რომ ბრუცელოზია გავრცელებული, ამაზე “მეცხრე არხმა” სიუჟეტები და გადაცემები არაერთხელ მოამზადა. მრავალწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელში ანალიზები აიღო. ამ დროისათვის, 40–მდე სულს ბრუცელოზი დაუდასტურდა.  მოსახლეობა ამბობს, რომ ანალიზების აღებით პრობლემა არ გადაიჭრება და მთავარი შემდგომი ღონისძიებებია. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება გვიანდება.

როდის დაიწყებს სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციული ღონისძიებების მომდევნო ეტაპს და რაში ხედავენ ადგილობრივები გამოსავალს, ნახეთ 18 მაისს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების წესები

სოფლის მაცხოვრებლებმა ჰერბიციდების გამოყენება უკვე დაიწყეს. ზოგიერთი ფერმერი ქიმიურ პრეპარატებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი პესტიციდებს აქტიურად იყენებს. რატომ გახდა აუცილებელი პრეპარატების გამოყენება თანამედროვე სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში და იცავენ თუ არა ფერმერები დოზირების წესებს? – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგრო–კონსულტანტი პავლე გიქოშვილი პასუხობს.

2016 წლის 11 მაისი.

11 მაისის “ფერმერის საათის” ანონსი

ფერმერებმა ჰერბიციდების გამოყენება უკვე აქტიურად დაიწყეს. “ფერმერის საათის” მოდევნო გადაცემაში სწორედ მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებებზე ვისაუბრებთ.
ზოგიერთი ფერმერი შხამ–ქიმიკატებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, სოფლის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი პესტიციდებს აქტიურად იყენებს.
რატომ გახდა აუცილებელი პრეპარატების გამოყენება თანამედროვე სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში და იცავენ თუ არა ფერმერების დოზირების წესებს? ნახეთ ოთხშაბათს, 11 მაისს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – უსაფრთხო პროდუქტის წარმოება და ევროპის ბაზრები

უსაფრთხო პროდუქტის წარმოება მესხეთში  და ასოცირების ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი ვალდებულებები – რომელ პროდუქტს აქვს პერსპექტივა გავიდეს ევროპის ბაზრებზე და რა ვალდებულებებს აკისრებს ასოცირების ხელშეკრულება ფერმრებს და ზოგადად სახელმწიფოს? „ფერმერის საათის“ კითხვებს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგრო–კონსულტანტი ნუგზარ კაველიძე პასუხობს.

2016 წლის 4 მაისი.

4 მაისის “ფერმერის საათის” ანონსი

უსაფრთხო პროდუქტის წარმოება მესხეთში და ასოცირების დოკუმენტით გასათვალისწინებელი ვალდებულებები – “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემაში სწორედ ამ თემას განვიხილავთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მესხეთში ძირითადად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება ხდება, რაც ევროპული ბაზრებისთვის მისაღებია.
ფერმერების უმეტესი ნაწილი ადგილობრივი პროდუქციის ეტიკეტირებასა და ბრენდირებას ვერ ახდენს, აღნიშნულის მიზეზად კი დამატებით ხარჯებს ასახელებენ.
ნიშნავს თუ არა უსაფრთხო პროდუქტის წარმოება გარანტირებულ ევროპულ ბაზრებს – ფერმერთა მოლოდინები ნახეთ 4 მაისს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – ლაბორატორიული კვლევების აუცილებლობა

ლაბორატორიული კვლევების აუცილებლობა სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში – რა მიმართულებით ტარდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლევები და რამდენად დიდია პროცესში ფერმერების ჩართულობა – “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მასალების მიმღები და პათანატომიური განყოფილების მთავარ სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი თემურ გვარამაძე პასუხობს.

2016 წლის 27 აპრილი.

“ფერმერის საათი” –  სარეალიზაციო ბაზრების ხელმისაწვდომობა

გარატირებულ სარეალიზაციო ბაზრების ხელმისაწვდომობა – რა როლი ეკისრება სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის გაძლიერებაში დონორ ორგანიზაციებს, რა სახის დახმარებას უწევენ არასამთავრობოები ფერმერებს და რა კუთხით საჭიროებს დარგი დახმარებას – “ფერმერის საათის” კითხვებს “რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის” (Red) მეკატროფილეობის კომპონენტის ლიდერი მამუკა გაჩეჩილაძე და ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციიო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე პასუხობენ.

2016 წლის 20 აპრილი.

20 აპრილის “ფერმერის საათის” ანონსი

ფერმერების ხელშეწყობა და გარანტირებული ბაზრები – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა.  რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ჯავახეთში ასოციაცია “ახალქალაქის მეკარტოფილეობა” ფუნქციონირებს, რომელმაც დარგის განვითარებისთის, არაერთი კომპონენტი შექმნა.
“ახალქალაქის მეკარტოფილეობა” ერთადერთი ბრენდია ჯავახეთის ისტორიაში, რომელიც საქპატენტმა დააპატენტა. შედეგად ყოველ სეზონზე დაფასოებული კარტოფილი სუპერმარკეტებში აქტიურად იყიდება.
რა კეთდება სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის სფეროს ამა თუ იმ დარგის განვითარებისთვის, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით? – ნახეთ 20 აპრილს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – აქტიური ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა

მესხი ფერმერები საკუთარი საქმიანობის გაფართოებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ისინი ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობენ და დაფინანსების მოსაპოვებლად, შესაბამის პროექტებს წერენ.  თუმცა მათ ნაწილი გარკვეული სირთულეების გამო, სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ. “ფერმერის საათის” კითხვებს კოოპერატივ “მთის სურნელის” დირექტორი თინა გელაშვილი პასუხობს.

2016წლის 13 აპრილი.

13 აპრილის “ფერმერის საათის” ანონსი

აქტიური ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა. ფერმერთა ნაწილი ცდილობს საკუთარი საქმიანობა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით, ან არასამთავრობო ორგანზაციებთან ურთიერთობებით გააფართოვოს.
რა პრობლემებს უგვარებს არასამთავრობო სექტორი ფერმერებს და რა საკითხების გადაჭრაში ეხმარება მათ სახელმწიფო – ნახეთ 13 აპრილს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – ბაზრის კვლევა და პროდუქტის კონტროლი

ადგილობრივი ბაზრების კონტროლი და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ახალციხეში მცხოვრები ფერმერები და მცირე მეწარმეები რეალიზაციის პირობებზე საუბრობენ. კონტროლდება თუ არა ადგილობრივი ბაზრები, ვის მიერ და როგორ? – “ფერმერის საათის” კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური პასუხობს.

2016 წლის 6 აპრილი.

6 აპრილის “ფერმერის საათის” ანონსი

რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზებისას, როგორია მათი შემოსავლები და დანახარჯები, რამდენად უსაფრთხოა პროდუქტი, რომელიც ახალციხის ცენტრალურ ბაზარში იყიდება – „ფერმერის საათი“ მომდევნო გადაცემას სწორედ ამ თემაზე გთავაზობთ.
რეალიზაციის პრობლემები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბალი ფასი და მყიდველის სიმცირე – ადგილობრივი ბაზრის მეწარმეები ამბობენ, რომ მოსახლეობა მხოლოდ აუცილებელ პროდუქტს და იმასაც მცირე რაოდენობით ყიდულობს.
რაში ხედავენ გამოსავალს ადგილობრივი ბაზრის მცირემეწარმეები და რა როლი ეკისრება სახელმწიფოს პრობლემის მოსაგვარებლად – ნახეთ 6 აპრილს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – ნიადაგში გავრცელებული დაავადებები და მასთან ბრძოლის გზები

ნიადაგის ტიპები, კულტურათა დაავადებების გამომწვევი მიზეზები და მისი თავიდან აცილების გზები – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთში? რამდენად სწორად ატარებენ ფერმერები აგრო–ღონისძიებებს? აუცილებელია თუ არა ნიადაგის გამოკვლევა? რა ჯდება მიწის ანალიზი და რა პრობლემებზე საუბრობენ ფერმერები? – “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მასალების მიმღები და პათანატომიური განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი თემურ გვარამაძე პასუხობს.

2016 წლის 30  მარტი

30 მარტის “ფერმერის საათის” ანონსი

“ფერმერის საათი” ამჯერად სოფელ სხვილისს სტუმრობს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს. სოფელში ყოველწლიურად ერთიდაიგივე კულტურა ითესება. მხოლოდ ფერმერთა მცირე ნაწილი ითვალისწინებს იმ აზრს, რომ ყოველწლიურად თესლბრუნვა აუცილებელია.
სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთზე ყოველწლიურად ერთიდაიგივე კულტურის თესვა ნიადაგის დაავადებებს იწვევს, რამაც შემდეგ, შესაძლოა, მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.
ნიადაგის ტიპები, დაავადებები და მისი თავიდან აცილების გზები – ნახეთ 30 მარტს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი”– თანამედროვე სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა

თესვის სეზონი იწყება და “ფერმერის საათი” გადაცემას თანამედროვე სათესლე მასალის ხელომისაწვდომობაზე გთავაზობთ. საზღვარგარეთიდან შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების თესლი – რას ფიქრობენ თანამედროვე კულტურების სათესლე მასალაზე ფერმერები, როგორია მათი სანდოობა და რომელს ანიჭებენ უპირატესობას – ფერმერთა მოსაზრებები და სპეციალისტების რჩევები – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგრო–კონსულტანტი ნუგზარ კაველიძე პასუხობს.

2016 წლის 23 მარტი

23 მარტის “ფერმერის საათის” ანონსი

თანამედროვე სახეობის სათესლე მასალა და მისი ხელმისაწვდომობა – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა. ფერმერები ამბობენ, რომ სათესლე მასალა ძირითადად, საზღვარგარეთიდან შემოდის.
სოფლის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ უცხოეთიდან შემოტანილი სათესლე მასალის სანდოობა დაბალია, ამიტომ ისინი უპირატესობას ადგილობრივი წარმოების თესლს ანიჭებენ.
თანამედროვე სახეობის სათესლე მასალა და მასთან დაკავშირებული პრობლემები – თესვის პერიოდი ნახეთ 23 მარტს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა

საგაზაფხულო სამუშაოები და ტექნიკის ხელმისაწვდომობა – როგორ მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთში? საკმარისია თუ არა სახელმწიფო ტრაქტორების რაოდენობა მიწის დამუშავებისთვის? რამდენად დროულია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის მომსახურება და რა რაოდენობის მიწის ფართობი დამუშავდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – „ფერმერის საათის“ კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე პასუხობს.

2016 წლის 16 მარტი

16 მარტის “ფერმერის საათის” ანონსი

სოფელ სვირში სასოფლო–სამეურნეო სავარგულების 90% უკვე დამუშავებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთები, ძირითადად შემოდგომით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაამუშავეს.
სოფლებს: ტატანისს, ბოგას, სვირს, ამ დროისათვის მხოლოდ ერთი ტრაქტორი ემსახურება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის დამუშავებას მაინც ასწრებენ.
სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მოთხოვნები – ნახეთ ოთხშაბათს, 16 მარტს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – ცხოველთა კვებისა და მოვლის პირობები მესხეთში

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებისა და მოვლის პირობები, მის გაუმჯობესების გზები – რა რაციონი უნდა შეურჩიოს  შინაურ ცხოველს ზამთარში და რა დამატებითი საკვები უნდა მისცეს საძოვარზე გაშვებულ პირუტყვს ფერმერმა? როგორ უვლიან ადგილობრივები მსხვილფეხა რქოსან ცხოველს მესხეთში და როგორია სადგომებში არსებული პირობები – “ფერმერის საათის” კითხვებს  საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ “კავკასია”–ს ვეტერინარი შოთა ყულჯანიშვილი პასუხობს.

2016 წლის 9 მარტი

9 მარტის “ფერმერის საათის” ანონსი

ცხოველთა კვება და მისი გაუმჯობესების გზები – რა რაციონი უნდა შეურჩიოს  შინაურ ცხოველს ზამთარში და რა დამატებითი საკვები უნდა მისცეს საძოვარზე გაშვებულ საქონელს ფერმერმა? როგორ უვლიან ადგილობრივები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მესხეთში და როგორია სადგომებში არსებული პირობები – ნახეთ ოთხშაბათს, 9 მარტს,  20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”

“ფერმერის საათი” – თანამედროვე ტექნოლოგიები

უცხოელების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს არის “ფერმერის საათის” დღევანდელი გადაცემის თემა. ქართველი ფერმერები ცდილობენ, რომ თანამედროვეობას ფეხი აუწყონ და სოფლებში ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში უშუალოდ ჩაერთონ.  რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და რა როლი ეკისრება თავად ფერმერებს – “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი პასუხობს.

2015 წლის 30 დეკემბერი

30 დეკემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

უცხოელების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა. ქართველი ფერმერები ცდილობენ, რომ თანამედროვეობას ფეხი აუწყონ და სოფლებში ახალი ტექნოლოგიები დანერგონ.
ფერმერები ფიქრობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში უშუალოდ ჩაერთონ.
თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი ჯიშები მეცხოველეობასა თუ მიწათმოქმედებაში, ნახეთ 30 დეკემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – საქონლის ხელოვნური განაყოფიერება და ჯიშთა გაუმჯობესების გზები

საქონლის ხელოვნური განაყოფიერება და ჯიშთა გაუმჯობესების გზები – ეს არის “ფერმერის საათის” ამ გადაცემი თემა. მეცხოველეობაში ჯიშთა განვითარებას ფერმერები ხელოვნური განაყოფიერების გზით ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ. ამბობენ, რომ ამ მეთოდით დადებითი შედეგის მიღწევა ბევრად მარტივია. ფერმერები იმ უპირატესობაზეც საუბრობენ, რომელიც მეცხოველეობაში ხელოვნური განაყოფიერების გზით მიიღწევა

23 დეკემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

მეცხოველეობაში ჯიშთა განვითარებას ფერმერები ხელოვნური განაყოფიერების გზით ცდილობენ. ამბობენ, რომ ამ მეთოდით დადებითი შედეგის მიღწევა ბევრად მარტივია.
ფერმერები იმ უპირატესობაზეც საუბრობენ, რომელიც მეცხოველეობაში ხელოვნური განაყოფიერების გზით მიიღწევა.
ახალი ჯიშები და ახალი ტექნოლოგიები მეცხოველეობაში – ნახეთ 23 დეკემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – სასუქების გამოყენების წესები

ორგანული და კომბინირებული სასუქების გამოყენების წესები და ნორმები – ფერმერთა უმეტესი ნაწილი უპირატესობას ორგანულს, ანუ ბუნებრივ სასუქს ანიჭებს.
ფერმერები ამბობენ, რომ სასუქების გამოყენებისას დოზირების დაცვა არ ხდება, რის შედეგადაც უსაფრთხო პროდუქტს ვერ ვიღებთ.
რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ნიადაგში სასუქების შეტანისას – “ფერმერის საათის” კითხვებს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი თემურ გვარამაძე პასუხობს.

2015 წლის 16 დეკემბერი

16 დეკემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

ორგანული და კომბინირებული სასუქების გამოყენების წესები და ნორმები – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა. ფერმერთა უმეტესი ნაწილი უპირატესობას ორგანულს, ანუ ბუნებრივ სასუქს ანიჭებს.
ფერმერები ამბობენ, რომ სასუქების გამოყენებისას დოზირების დაცვა არ ხდება, რის შედეგადაც უსაფრთხო პროდუქტს ვერ ვიღებთ.
რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ნიადაგში სასუქების შეტანისას, ნახეთ 16 დეკემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – სასოფლო–სამეურნეო ბარათები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიწების 90 % დამუშავებულია. ფერმერთა ნაწილმა სახნავ–სათესი ფართობები საკუთარი ხარჯებით, ნაწილმა კი პროგრამის ფარგლებში დაამუშავა. ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგრობარათები სოფელში დროულად დარიგდება, სახელმწიფო პროგრამით ბევრად მეტი ფერმერი ისარგებლებს.
“მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” დადებითი და უარყოფითი მხარეები – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსი რამინ მარტინენკო პასუხობს.

2015 წლის 9 დეკემბერი.

9 დეკემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

სოფელ ანში ამ დროისთვის მიწის ნაკვეთების 90 % უკვე დამუშავებულია. ადგილობრივების ნაწილმა, სახნავ–სათესი ფართობები საკუთარი ხარჯებით, ნაწილმა კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაამუშავა.
ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგრობარათები სოფელში დროულად დარიგდება, სახელმწიფო პროგრამით ბევრად მეტი ფერმერი ისარგებლებს.
“მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” დადებითი და უარყოფითი მხარეები – ნახეთ 9 დეკემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – ვაშლის მოსავალი და რეალიზაციის პირობები

ახალციხის სოფელ სხვილისში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  ყველაზე მეტი ვაშლი მოდის. ადგილობრივების ნაწილი, თავს ჯერ კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ,  ხეხილის ბაღები ყოველწლიურად იჩეხება და მის  ადგილზე ბევრს  უკვე კარტოფილის მოსავალი მოჰყავს, რადგან შემოსავალი ამ კუთხით ბევრად მეტია.
სხვილისელები სახელმწიფოს სარეალიზაციო ბაზრების ამოქმედებას სთხოვენ. “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლია თედორაძე პასუხობს.

2015 წლის 2 დეკემბერი.

2 დეკემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

ახალციხის მასშტაბით სოფელ სხვილისში ყველაზე მეტი ვაშლი მოდის. ადგილობრივების უმეტესობა, თავს ჯერ კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ, რომ ვაშლის მოვლა–პატრონობა აღარ უღირთ, რადგან სარეალიზაციო ბაზარი საქართველოში არ არსებობს.
სხვილისელების თქმით, ხეხილის ბაღების ადგილზე დღეს უკვე კარტოფილის მოსავალი მოჰყავთ, რადგან შემოსავალი ამ კუთხით ბევრად მეტია.
სხვილისელები სახელმწიფოს სარეალიზაციო ბაზრების ამოქმედებას სთხოვენ.
რა გეგმები აქვს მეხილეობის განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნახეთ ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – შიდამიგრაციის გამომწვევი მიზეზები

შიდამიგრაციის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის მოგვარების გზები – რატომ ტოვებენ ადგილობრივები სოფლებს და რას აკეთებს პრობლემის მოგვარებისთვის სახელმწიფო? “ფერმერის საათის” კითხვებს ადიგენის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე პასუხობს.

2015 წლის 25 ნოემბერი

25 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

შიდამიგრაციის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის მოგვარების გზები – რატომ ტოვებენ ადგილობრივები სოფლებს და რას აკეთებს პრობლემის მოგვარებისთვის სახელმწიფო?  – ნახეთ 25 ნოემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის” საათი”

“ფერმერის საათი” – კომბოსტოს რეალიზაციის პრობლემა

ვალეში კომბოსტოს მოსავალი  უკვე აიღეს. ფერმერები წელს რაოდენობასა და ხარისხს არ უჩივიან. ადგილობრივების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ბოსტნეულის რეალიზაციაა.
მოახერხებენ თუ არა ფერმერები მოსავლის სრულ რეალიზებას, ეს მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი კომბოსტოს რაოდენობასა და ფასზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვალელებს ბოსტნეული ულპებათ და ზარალი დიდია.
რაში ხედავენ ვალელები გამოსავალს და რა შეთავაზებები აქვს სახელმწიფოს? – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტი პავლე გიქოშვილი პასუხობს.

18 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

ვალეში კომბოსტოს მოსავალი აიღეს. ფერმერები წელს რაოდენობასა და ხარისხს არ უჩივიან. ადგილობრივების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ბოსტნეულის რეალიზაციაა.
ვალელები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ერთი კილოგრამი კომბოსტოს ფასი 20–30 თეთრია. გაზაფხულზე კი ღირებულება, შესაძლოა, გაორმაგდეს. ამიტომ ფერმერები იძულებულნი არიან მოსავალი 4–5 თვით შეინახონ.
მოახერხებენ თუ არა ფერმერები ბოსტნეულის სრულ რეალიზებას, ეს მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი კომბოსტოს რაოდენობასა და ფასზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვალელებს ბოსტნეული ულპებათ და ზარალი დიდია.
რაში ხედავენ ვალელები გამოსავალს და რა შეთავაზებები აქვს სახელმწიფოს? – ნახეთ 18 ნოემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი” – საშეშე მერქნის მომარაგების პრობლემა

ზამთარი ახლოვდება და სოფლად მაცხოვრებლებისთვის ერთ–ერთი აქტუალური საკითხი საშეშე მერქნის მომარაგებაა. ფერმერთა ნაწილი ამბობს, რომ შეშას ვერ იმარაგებს, რადგან ტყე–კაფების გამოყოფა დროულად არ ხდება. გარდა ამისა, გლეხები ჩივიან, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მერქანი საკმარისი არ არის და შეშის შეძენა კიდევ სჭირდებათ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

საშეშე მერქნის მომარაგების პრობლემაზე “ფერმერის საათი” სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროს მეტყევეს ლევან თედიაშვის ესაუბრა.

11 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

ზამთარი ახლოვდება და სოფლად მაცხოვრებლებისთვის ერთ–ერთი აქტუალური საკითხი საშეშე მერქნის მომარაგებაა. ფერმერთა ნაწილი ამბობს, რომ შეშას ვერ იმარაგებს, რადგან ტყე–კაფების გამოყოფა და ხეების დანომვრა დროულად არ ხდება.

ზამთრის პერიოდში ერთ ოჯახს საშეშე მერქნის მომარაგება, დაახლოებით, 600 ლარი უჯდება. ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მერქანი საკმარისი არ არის და შეშის შეძენა კიდევ სჭირდებათ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

საშეშე მერქნის მომარაგების პრობლემა – ნახეთ 11 ნოემბერს 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათი”: კარტოფილის მოსავალი ახალციხეში

ფერმერები წელს კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა. მოსავლის ნაწილი ამოღებამდე, ნაწილი კი ამოღების შემდეგ დალპა. რამ განაპირობა კულტურის ნაკლებმოსავლიანობა და უხარისხობა და  რატომ ვერ მოუარეს ნათესებს გლეხებმა რწყვის პერიოდში – “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი პასუხობს.

2015 წლის 4 ნოემბერი

4 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერმერები კარტოფილის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან. გარდა ამისა, ფიქსირდება კულტურის სველი და მშრალი სიდამპლე.
გლეხები ამბობენ, რომ თავის დროზე ნათესებს მოვლა არ დააკლეს, თუმცა, წელს იმდენი მოსავალი მაინც ვერ მიიღეს, რამდენსაც ელოდნენ.
რაში ხედავენ ფერმერები გამოსავალს და რა რეკომენდაციებს იძლევიან ფერმერები – ნახეთ 4 ნოემბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”

“ფერმერის საათი” – ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე

ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – „ფერმერის საათში“ მთის ცხოვრების შესახებ მოგიყვებით.  იმისთვის, რომ შემოსავალი შედარებით გაიზარდოს, წელიწადიში  ხუთ თვეს ფერმერები მთაში ატარებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი გარესამყაროს არიან მოწყვეტილნი. მთაში არ არის ელექტროენერგია, შესაბამისად არ აქვთ ტელევიზორი და მაუწყებლობა.  არ არის ექთანი, არც ვეტერინარი. საჭიროების შემთხვევაში ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, რადგან არ აქვთ ტელეფონი. ბარში დარჩენლ ოჯახის წევრებს კილომეტრობით მოუწესრიგებელი გზის გავლა უხდებათ, იმისთვის, რომ მთაში ნათესავები საკვებით მოამარაგონ და მათი ამბავი მოიკითხონ.  როგორია ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე, რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ფერმერები და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს  –  „ფერმერის საათის“ კითხვებს ახალციხის გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსი რამინ მარტინენკო პასუხობს.

2015 წელი 28 ოქტომბერი.

28 ოქტომბრის “ფერმერის საათის” ანონსი

“ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე” – ასე ჰქვია პირობითად “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემას. შემოსავლის გაზრდის მიზნით, ფერმერები ყოველწლიურად ხუთი თვის განმავლობაში, იძულებულნი არიან ცივილიზაციას მოწყდნენ.

“მთაში გახიზნულების” ცხოვრება და სირთულეები, რომელთან გამკლავებაც ფერმერებს აქ ყოფნის პერიოდში უხდებათ.
რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ფერმერები და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს – ნახეთ 28 ოქტომბერს 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებები მუგარეთში

მუგარეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ სოფელში ემკარი და პასტერელოზია გავრცელებული.

მოსახლეობა ვაქციანაციას საკუთარი ხარჯებით ატარებს, მაგრამ დაავადებამ თავი უკვე მეზობელ სოფელშიც იჩინა .

რას ითხოვენ სოფლის მაცხოვრებლები და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს? “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი მერაბ ნასყიდაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ბლიაძე პასუხობენ.

21 ოქტომბერი 2015 წელი

21 ოქტომბრის “ექოს” ანონსი

მუგარეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ სოფელში ემკარი და პასტერელოზია გავრცელებული.

მოსახლეობა ვაქციანაციას საკუთარი ხარჯებით ატარებს, მაგრამ დაავადებამ თავი უკვე მეზობელ სოფელშიც იჩინა .

რას ითხოვენ სოფლის მაცხოვრებლები და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?

ნახეთ 21 ოქტომბერს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

აგროტურიზმის განვითარების პირობები სამცხე–ჯავახეთში

აგროტურიზმის განვითარების პირობები სამცხე-ჯავახეთში – სპეციალისტები ფიქრობენ,  რომ რეგიონში, კერძოდ კი ასპინძის მუნიციპალიტეტში ამისთვის დიდი პოტენციალი არსებობს.  რა უნდა გააკეთოს ფერმერმა აგროტურიზმის განვითარების მიზნით და რა როლი ეკისრება ამ მხრივ სახელმწიფოს – თემაზე “ფერმერის საათში” სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი და ახალციხის ციხის ტურიზმის სამსახურის უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი საუბრობენ.

2015 წელი. 19 აგვისტო.

19 აგვისტოს “ფერმერის საათის” ანონსი

აგროტურიზმის განვითარების პირობები სამცხე-ჯავახეთში – სპეციალისტების ფიქრობენ,  რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ამისთვის დიდი პოტენციალი არსებობს.  რა უნდა გააკეთოს ფერმერმა აგროტურიზმის განვითარების მიზნით და რა როლი ეკისრება ამ მხრივ სახელმწიფოს – ნახეთ 19 აგვისტოს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”

“ფერმერის საათი” – ანდრიაწმინდაში გავრცელებული  დაავადება პირუტყვში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში საქონლის დაავადებაა გავრცელებული. მოსახლეობა ეჭვობს, რომ სოფელში მარტო “პასტერელოზი” არ არის გავრცელებული. ანდრიაწმინდის მაცხოვრებლები ვაქციანაციას ატარებენ, თუმცა, კონკრეტულად, რა დაავადებაზე იცრება პირუტყვი, უმეტესმა ნაწილმა არ იცის. ადგილობრივების მოთხოვნები და პრობლემები, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ხელისუფლებისგან ითხოვს – გადაცემაში “ფერმერის საათი”

2015 წელი. 12 აგვისტო.

12 აგვისტოს “ფერმერის საათის” ანონსი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში საქონლის დაავადებაა გავრცელებული. მოსახლეობის მიერ აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევების შედეგად, რამდენიმე დაავადება დადასტურდა. ანდრიაწმინდის მაცხოვრებლები ვაქციანაციას ატარებენ, თუმცა, კონკრეტულად, რა დაავადებაზე იცრება პირუტყვი, უმეტესმა ნაწილმა არ იცის. ადგილობრივების მოთხოვნები და პრობლემები, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ხელისუფლებისგან ითხოვს – ნახეთ 12 აგვისტოს, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”

“ფერმერის საათი”– ირიგაციასთან დაკავშირებული პრობლემები

მწყობრიდან გამოსული სატუმბი სადგურები, მაღალი გადასახადი სარწყავ წყალზე და დებეტის სიმცირე – მოსახლეობის მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხები “ფერმერის საათში”.

ახალი სეზონის პირველი გადაცემა. 2015 წლის 5 აგვისტო

5 აგვისტოს “ფერმერის საათის” ანონსი

მწყობრიდან გამოსული სატუმბი სადგურები, მაღალი გადასახადი სარწყავ წყალზე და დებეტის სიმცირე – მოსახლეობას უწყლობის გამო, სასაფლო–სამეურნეო ნათესები უნადგურდებათ.
გვალვის პერიოდში ნალექის იმედად დარჩენილი სოფლები.
სარწყავი წყლის პრობლემა ახალციხეში და მათი მოგვარების გზები – ნახეთ 5 აგვისტოს, “მეცხრე არხის” ეთერში, 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი”.

“ფერმერის საათის” პრომო

„ფერმერის საათი“ მეცხრე არხის ეთერში განახლებული ფორმატით ბრუნდება.
ადგილობრივი მაცხოვრებლები და ხელისუფლების წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.
„ფერმერის საათში“ ასევე გაგაცნობთ წარმატებულ ფერმერებს, მოგაწვდით პრაქტიკულ რჩევებს და მოგიყვებით იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს შეეხება.

რეპორტაჟები სოფლებიდან და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა სტუდიაში. ,,ფერმერის საათი“ ელის თქვენ აქტიურობას როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ფეისბუქ–გვერდზე.
არ გამოტოვოთ, ყოველ ოთხშაბათს, 20:30 წუთზე, ,,ფერმერის საათი“ „მეცხრე არხის“ ეთერში.

“ფერმერის საათის” ახალი ქუდი

“ფერმერის საათი”

23 ივლისი.  2014 წელი

სტუმრები:  ნინო ზამბახიძე – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;

ზურაბ სადათიერაშვილი – ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში

გადაცემის თემა:  ყველის წარმოებაზე კონტროლის გამკაცრება

“ფერმერის საათი”

11 ივნისი, 2014 წელი.

სტუმარი: შოთა ყულჯანიშვილი – სამცხე–ჯავახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე; საქართველოს ბიზნესცენტრ “კავკასიას” ახალციხის ოფისის ვეტერინარი.

გადაცემის თემა: ბრუცელოზი, თურქულსა და ჯილეხზე ვაქცინაცია.

“ფერმერის საათი”

30 მაისი, 2014 წელი.

“ფერმერის საათი”

2 აპრილი. 2014 წელი. 63–ე გადაცემა. სტუმრები:

თამაზ ქველაძე – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადიგენის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი;

ილია თედორაძე – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასპინძის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.

გადაცემის თემა: სასოფლო–სამეურნეო ბარათები.

“ფერმერის საათი”

5 მარტი. 2014 წელი 61–ე გადაცემა. სტუმრები:
მამუკა თამარაძე – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოადგილე;
აშოტ მანასიანი – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე;
გურამ ჯინჭველაძე – სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი.
გადაცემის თემა: სასოფლო სამეურნეო ბარათები

“ფერმერის საათი”

პრომო

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE